ომი... აქამდე ძალიან ადვილად წარმოვთქვამდი ამ სამ ასოიან სიტყვას და, თუნდაც ისტორიის გაკვეთილზე, თავისუფლად ჩამოვთვლიდი სხვადასხვა ომებს და დავამთავრებდი აფხაზეთის ომით. მაშინ პატარა ვიყავი და ვერ გავითავისე , რა მოხდა აფხაზეთში. დღეს უკვე ვიცი , რა არის ომი, და საუბედუროდ , უკვე მომსწრეც ვარ რუსეთ-საქართველოს ომისა.
მწარედ მოსაგონარი აგვისტოს თვე. გასაოცარი მოულედნელობა, თავზარდამცემი ინფორმაცია: ,,რუსებმა ცხინვალი მიწასთან გაასწორეს '' , ,,გორი უნდა აიღონ '', ,,თბილისი უნდა დაბომბონ'', ,,ხელისუფლება უნდა გადააყენონ!'' თვითმფრინავების გუგუნი, ბომბების ჩამოვარდნის ხმა. აფორიაქდა თითოეული ოჯახი , მთელი ქალაქი ამოვარდა ჩვეული რიტმიდან , ზოგი მშვიდად , ზოგი ზედმეტი ემოციებით იღებს უეცარ გადაწყვეტილებას, ქალაქი ცარიელდება. სად აღარ მოხვდნენ სამაჩაბლოს, გორისა და გირის რაიონის მცხოვრებნი.
ჩემი ოჯახი მარნეულის ლამაზმა სოფელმა ორჯონიკიძემ შეიფარა. საჩხერის რაიონიდან ჩამოსახლებულმა იმერლებმა დიდი სიყვარულით მიგვიღეს, ყურადღება არ მოგვაკლეს , გულში ჩაგვიკრეს და შეგვიმსუბუქეს მდგომარეობა. თუმცა ომმა ამ სოფელსაც გამოჰკრა თავისი ბასრი კლანჭები, სამი ვაჟკაცი შეეწირა რუსეთის ჩექმას, ჩექმას, რომელმაც, შურით და ბოღმით აღვსილმა, ქართული მიწა ისე დაამძიმა, რომ მრავალ ვაჟკაცს არ ეღირსა მშობლიური მიწის გულზე დაყრა. ტანსაცმელს დატიროდნენ დედები, სამძიმარს იღებდნენ და წამიერად რაღაცას ელოდნენ.
ამ სოფელში მოხდა სასწაული. გლოვის დროს დედას შეატყობინეს, რომ მისი შვილი დაჭრილიყო და გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდა. იმის გადმოცემა, რაც იქ ხდებოდა, ალბათ შეუძლებელია. იმედმა ფრთა გაშალა, ცაში შეინავარდა, გაიჭრა და ჰოსპიტლის ლამაზ პალატაში ამოჰყო თავი; მაგრამ, ვაი, რომ სავალალოდ. უბრალოდ, სახელისა და გვარის დამთხვევა იყო.
მალე თვითმხილველიც გამოჩნდა, რომელმაც დაინახა როგორ აფეთქდა ტანკი, მაგრამ ვერავინ ბედავდა მშობლებისათვის ეთქვა ეს საზარელი ამბავი. ისინი კი დღესაც ელიან. ალბათ, როგორი ძნელია საყვარელი შვილი მიწას მიაბარო, მაგრამ, ალბათ, ისიც ძნელია მთელი ცხოვრება მის მოლოდინში გაატარო. რომელია უკეთესი ან უარესი?!
ახლა უკვე ჩემს ქალაქში ვარ, ვაგრძელებ სწავლს, ხშირად ვიხსენებ განცდილს და უკვე ვიცი, რა არის მშვიდობა, მისი ფასი, ,, ჩვენ მშვიდობა გვინდა! '' მინდა მთელ ქვეყანას მივაწვდინო ხმა. მშვიდად ვარ, რადგანაც ჩემს პატარა ქვეყანას მთელი მსოფლიო დაუდგა გვარდით; მაგრამ მაინც ვანთებ სანთელს და ღვთისმშობელს ვევედრები, კვლავ გადააფაროს კალთა წილხვედრ ქვეყანას.
სოფო ბეჟანიშვილი
სსიპ გორის #1 სკოლა
X კლასი